INTERNACIONAL    ASSOCIACION
WOMEN OF GEORGIA
FOR PEACE AND LIFE

borjomi  |  
2014 წლის 14 ოქტომბერს ასოციაციის ქალბატონებმა მაია კვეზერელი-კოპაძემ, ქეთევან გოგელიამ და რუსუდან ხაბურზანიამ მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს ბორჯომში - რაიონის უნარშეზღუდლ მოქალაქეებს (როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს) დაურიგეს 12 სტანდარტული ეტლი. ინფორმაცია მათ შესახებ მოგვაწოდა მუნიციპალიტეტის და საკრებულოს სოციალურმა სამსახურმა. ნაწილი ეტლებისა გამგეობის შენობიდან გაიცა (ინვალიდთა ოჯახის წევრებს გადაეცათ), 2 ოჯახში თავად მივიტანეთ, ხოლო მაღალმთიანი სოფლების წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტმა გაუგზავნა სოფლების რწმუნებულების მეშვეობით. აქციაში მონაწილეობდა როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ადგილობრივი პრესისა და ტელევიზიის თანამშრომლები

 

ნანახია: 2871
უკან დაბრუნება